სასკოლო პროექტი
"22 აპრილი დედამიწის დღეა"
პროექტის ხელ-ლი ბიოლოგიის მასწავლებელი ლიანა ფაიქიძე
2013-2014 სასწ.წელი
პროექტის სახელწოდება: "22 აპრილი დედამიწის დღეა"
1. პროექტის მთავარი იდეა (თემა): სიღრმისეულად გაეცნონ დედამიწის წარმოშობისა და მისი განვითარების ისტორიას.
2
.პროექტის აქტუალობა: გაითავისონ ადამიანის უმნიშვნელოვანესი როლი ბუნების დაცვის საქმეში.
3. პროექტის მიზანი: აღიქვან საკუთარი თავი ბუნების შემადგენელ ნაწილად და დაამყარონ ბუნებასთან ჰარმონიული თანაცხოვრება. მოსწავლეები ისწავლიან ჯგუფური მუშაობის წესებს განუვითარდებათ ურთიერთანამშრომლობის უნარი.
4. მოსწავლეთა ასაკი: VI-VII კლასები 11-12 წელი.
5. ხანგრძლივობა: 1 თვე (25 მარტიდან 25 აპრილამდე 2014 წ)
სტანდარტებთან შესაბამისობა შედეგი თვალსაჩინოება თუ
მოსწავლე:
შეარჩევს მასალას გეგმის შესაბამისად. მსჯელობისას საკუთარი
თვალსაზრისით დასასაბუთებლად იყენებს მასალას (დამხმარე ლიტერატურას, ცხრილებს, ფოტოებს
და ხელოვნების ნიმუშებს რეპროდუქციებს) იყენებს კომპიუტერულ ტექნოლოგიებს ტექსტების
შესადგენად დასაფორმატებლად და პრეზენტაციის მოსამზადებლად.
6. მოსალოდნელი შედეგები: ფოტოები, კედლის გაზეთი, სლაიდები,
ვიდეოკოლაჟი, გამოფენა, მოსწავლეთა თვითშემოქმედება თემის ირგვლივ.
7. ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, პროექტორი, მიკროსკოპი,
ინტერნეტიდან ამოღებული მასალები, ელექტრონული პრეზენტაცია, ციფრული ფოტოაპარატი, ციფრული
ვიდეოკამერა, აუდიოჩამწერი.
8.პროექტის მსჯელობა: ძირითადი ქტივობები:
ა) მოსწავლეებს
გავაცანი პროექტის მიზნები და ამოცანები.
ბ) კლასები
წარმოვადგინე ორ ჯგუფად.
გ) ჯგუფებს
მივეცი შესაბამისი დავალებები:
I- ჯგუფი- გაკეთდეს ჩანახატი შინაარსით
„დედამიწა ჩვენს ხელშია“ ვიდეო მასალის, ფოტოებისა და სლაიდების შეგროვება
II- ჯგუფი-
კედლის გაზეთისთვის მზადდება მიკროსკოპზე მუშაობა, სცენარისათვის მხატვრული მასალის
ამოკრება, მუსიკალური ნომრის მოგვარება.
ვიდეო მასალა
9.
საგნებთან ესგ კავშირი: გეოგრაფია ისტორია, მუსიკა, ხელოვნება.
სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაურის საჯარო სკოლა.
ლიანა
ფაიქიძის სასწავლო პროექტი
„როგორ
ვფლობთ საკუთარ სხეულს“
პროექტის ხელ-ლი ბიოლოგიის
მასწავლებელი: ლიანა ფაიქიძე
2014-2015 სასწ.წელი
როგორ ვფლობთ საკუთარ სხეულს
1. პროექტის მთავარი იდეა:სიღრმისეულად გაეცნონ ადამიანის ორგანოთა სისტემებს.
2.პროექტის აქტუალობა:მიღებული ცოდნის საფუძველზე შეძლონ ჯამრთელობის შენარჩუნება.
3. პროექტის მიზანი: შეიცნონ საკუთარი თავი, ივხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით. მოსწავლეები ისწავლიან ჯგუფური მუშაობის წესებს. გამოუმუშავდებათ ურთიერთანამშრომლობის უნარი.
4. მოსწავლეთა
ასაკი: 13
წელი -(VIII კლასი)
5. ხანგრძლივობა:
(12 მაისიდან 12 ივნისამდე 2015 წ).
6.სტანდარტებთან შესაბამისობა:შედეგი
თვალსაჩინოა თუ მოსწავლე: შეარჩევს მასალას გეგმის შესაბამისად. მსჯელობისას
საკუთარი თვალსაზრისით დასასაბუთებლად იყენებს მასალას. (დამხმარე ლიტარატურას,
ცხრილებს, ფოტოებს, რეპროდუქციებს). იყენებს კომპიუტერულ ტექნოლოგიებს ტექსტების
შესადგენად დასაფორმატებლად და პრეზენტაციის მოსამზადებლად.
7.
მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები:ფოტოები, კედლის გაზეთი , სლაიდები, ვიდეოკოლაჟი, გამოფენა, მოსწავლეთა
თვითშემოქმედება თემის ირგვლივ.
8.
ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, პროექტორი,
მიკროსკოპი.
9.პროექტის მსჯელობა: ძირითადი
ქტივობები:
·
მოსწავლეებს გავაცანი პროექტის მიზნები და
ამოცანები.
·
კლასი წარმოვადგინე ორ ჯგუფაგ;
·
ჯგუფებს მივეცი შესაბამისი დავალებები.
I ჯგუფი: მიეცა
თემა მომნელებელი სისტემა-ვიკვებოთ სწორად, მივიღოთ ეკოლოგიურად სუფთა საკვები.
მასალის, ფოტოების და სლაიდების შეგროვება.
IIჯგუფი: მიეცა
თემა. ენდოკრინული სისტემა- ჰორმონების როლი ორგანოთა შეთანხმებულ მოქმედებაში.
პარალელურად გროვდება მასალა კედლის გაზეთისათვის.
10. სხვა საგნებთან/ ესგ კავშირი: ქიმია, ფიზიკა,ხელოვნება
სსიპ
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაურის საჯარო სკოლა